გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიზანმიმართულად ხელისშემშლელ და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე - „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს

26-04-2024

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ  ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუქის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის მხარდასაჭერ პოსტებში 4700-დან 6400 დოლარამდე დახარჯა“.


კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ მართლაც იხარჯება პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სიმართლე, მათ შორის ის, რომ კანონპროექტის „რუსულობის“ შესახებ აქამდე ერთმა ადამიანმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი.


„მეტას” კონტრაქტორი „ფაქტ ჩეკის“ მიზანმიმართულად ხელისშემშლელ და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“, - ნათქვამია განცხადებაში.