გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ავთანდილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელს: თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გაყიდა მამული, ენა, სარწმუნოება - ოზურგეთშიც და საზოგადოდაც, საკრებულოს წევრი და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე, დეზინფორმაციის და სიცრუის გავრცელების არხი გახდით

30-04-2024

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლის, თათია ნიკოლაშვილის ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ოზურგეთის გმირთა მოედანზე მდებარე ბანერი, სიტყვებით „მამული, ენა, სარწმუნოება“ მერმა ჩამოხსნა.


როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყიდა აღნიშნული ადგილი, რის დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს.


მისივე თქმით, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პირი სიცრუეს და დეზინფორმაციას ავრცელებს, რაც სამწუხაროა.


„თათია, სწორედ თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაყიდა მამული, ენა სარწმუნოება. ოზურგეთშიც და საზოგადოდაც. ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც თან ვურთავ კომენტარებში, სადაც ჩანს, რომ ეს ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა. სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრი და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე, სინამდვილეში დეზინფორმაციის და სიცრუის გავრცელების ჩვეულებრივი არხი გახდით. დეზინფორმაციით ევროკავშირში ვერ შეხვალთ“ - წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.