გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ძალიან მოკლედ რომ შევაფასო გუშინდელი დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ხვალინდელ დღე გაცილებით წარმატებული და უკეთესი იქნება. არ დამითვლია, მაგრამ, თუ შეიძლება რამეს უწოდო ზღვა ხალხი, სწორედ ეს იყო 29 აპრილს. საოცარი გარემო სუფევდა, დ

30-04-2024

ხანდახან იტყვიან, რომ არ გვინდა ეგ რევოლუციაო, მაგრამ გვინდა ეგ რევოლუცია, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.


მისი თქმით, მმართველი გუნდი უნდა „გადააბრუნონ“. რაც შეეხება აქციაზე შეკრებილებს, ხარაზის განცხადებით, ყველა მათგანი „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს და ბოლომდე უნდა „მიაწვნენ“.


„ტვინებშიც გვინდა რევოლუცია და, ზოგადად, ყველაფერში გვინდა რევოლუცია. უნდა გადავაბრუნოთ ეგენი, გადავაბრუნოთ უნდა, იმიტომ რომ, არ შეიძლება, ძმაო, შენ მოხვიდე ჩემთან და ნიაზა დიასამიძეზე იძახო, რომ „ნაცია“ და ეთერ თურაძეზე გამოხვიდე და იძახო რომ თურმე, რაღაც საშინელებებს სჩადიან და თურმე ვიღაცებზე რაღაცა იძახო. სრული იდიოტიზმია და რა ვიცი, ყველა „ნაცები“ ვართ, მე მგონი, და „დავაი“ მივაწვეთ ბოლომდე“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.