გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხვალიდან ბორჯომის ტყის აღდგენა იწყება

10-10-2018

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ხვალიდან ბორჯომის ტყის აღდგენა იწყება.


როგორც თორნიკე გვზავამა განაცხადა, პირველ ეტაპზე, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე 250 ჰექტარის აღდგენა მოხდება და ნახანძრალზე ძირითადად კავკასიური ფიჭვი დაირგვება.


„ბორჯომის ტყესთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად შეიქმნა კომპეტენტური კომისია, სადაც მეტყევეების გარდა შედიოდნენ ნიადაგმცოდნეები, გეოლოგები, არასამთავრობოები და ა.შ. სპეციალური კომპეტენტური დასკვნის შემდეგ დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც დავამთავრეთ რადენიმე დღის წინ. ხვალიდან ვიწყებთ ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების დარგვას. მოხდა პროექტის შედგენა და პროექტის მიხედვით, წელს შემოდგომის სეზონზე 144 ჰექტრამდე ძირითადად ფიჭვის სახეობა-კავკასიური ფიჭვი დაირგვება”, – განაცხადა თორნიკე გვაზავამ.

მისივე თქმით, ტყის აღდგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩაერთვება.


რაც შეეხება თანხებს, თორნიკე გვაზავა აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ტყის აღდგენითვის დაახლოებით 200 000 ლარია განსაზღვრული.



1tv.ge