გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ძალადობრივი მუხტი გაზარდოს - ისინი ფატალურ შედეგებს აანონსებენ

6-05-2024

„ეს ამ აქციების დაწყებამდეც გაჟღერდა და ახლაც - ჭიაბერაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი მსხვერპლს ელოდებიან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.


სეფაშვილი ამით გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ძალიან დიდ ბეწვის ხიდზე გავდივართ, რადგან ღმერთმა დაიფაროს და რაიმე ტიპის ფატალური შემთხვევა და არავინ იცის, რა სახეს მიიღებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ქვეყანაშია“.


როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას სურს საპროტესტო მუხტი ასწიოს იმისთვის, რომ ქვეყანაში სისხლიანი რევოლუციური მოახდინოს.


„რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული ამ აქციის კოორდინატორები ცდილობენ როგორმე, ეს ძალადობრივი მუხტი გაზარდონ - ისინი ფატალურ შედეგებს აანონსებენ. ეს ამ აქციების დაწყებამდეც გაჟღერდა და ახლაც - ჭიაბერაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი მსხვერპლს ელოდებიან. როგორც ჩანს, მათ ამ მიტინგებზე მსხვერპლი უნდათ, რათა უფრო მეტად აწიონ მათ მიერ ორგანიზებული და ხელშეწყობილი მუხტი, რომ საქართველოში სისხლიანი რევოლუცია მოახდინონ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.