გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: პრეზიდენტი გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს, რადგან ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია და ამიტომ, მისგან ამას მოველით, თუმცა, ვეტო დაიძლევა

6-05-2024

„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების შემდეგ, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანს ეკა სეფაშვილს პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს ამოქმედების მოლოდინი აქვს. ამის მიზეზად სეფაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას იმ გარემოებას ასახელებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია რადიკალების ავანგარდში ჩადგა.


მიუხედავად ამისა, „ხალხის ძალის“ წევრი დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ჯერ კანონს გაწერილ ვადებში მიიღებს, ხოლო შემდეგ, ვეტოსაც წარმატებით დაძლევს.


„მესამე მოსმენისთვის ჩვენ ვითხოვთ ოპოზიციისგან რაიმე არგუმენტები წარმოადგინოს, თუმცა არ გვაქვს მოლოდინი, რომ რადიკალები ამას გააკეთებენ. არავითარი ცვლილება არ იგეგმება. კანონი მიიღება გაწერილი პროცედურის მიხედვით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი გამჭვირვალობის კანონს ვეტოს დაადებს, რადგან პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის ავანგარდშია და ამიტომ, მისგან ამას მოველით, თუმცა, ვეტო დაიძლევა,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.