გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნატა ფერაძემ საკუთარი შვილები ალექსანდრე და ნიკოლოზ ადამიები საზღვარგარეთ გაუშვა და მიმდინარე აქციებს შეგნებულად განარიდა - „იმედის“ ექსკლუზივი

8-05-2024

მოძრაობა „ტალღას“ დამფუძნებელმა და სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ თავისი შვილები ალექსანდრე ადამია და ნიკოლოზ ადამია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განარიდა და საზღვარგარეთ გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.


ცნობისთვის, დღეს ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ნატა ფერაძე ქალაქში სატრანსპორტო კვანძების პარალიზების გეგმას ადგენს. ამასთან, ჩანაწერში მიმოხილულია ძალადობრივი აქციების სცენარიც, სადაც აქტივისტი ლაშა ფირცხალაიშვილი აქციის მონაწილეების დაჭერისა და ფიზიკური დაზიანების აუცილებლობაზე საუბრობს, რამაც „საპროტესტო მუხტი უნდა ასწიოს“.