გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გოდერძი ჩანქსელიანი: მოგიწოდებთ, ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცეთ

11-10-2018


საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოდერძი ჩანქსელიანის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდანტი, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს.


თეთრიწყაროში ამომრჩეველთან შეხვედრაზე, ჩანქსელიანმა მოქალაქეებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


“ჩვენ, თქვენთან ერთად უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ. ფაქტობრივად, 2012 წლიდან დღემდე მეექვსე არჩევნებს ვატარებთ. ხუთ არჩევნებში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და ყოველთვის ჩვენი რჩეული ავირჩიეთ. დარწმუნებული ვარ,  ქალბატონი სალომე თვენი დახმარებით ამ არჩევნებში გაიმარჯვებს. მე თვენ მოგიწოდებთ, რომ ხმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მივცეთ და ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ჩემი ხმა პირადად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს,“ - განაცხადა გოდერძი ჩანქსელიანმა.