გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გია აბაშიძე: ეჭვმიტანილის დაკავების გამო პოლიციელებზე თავდასხმა და მყვირალა მარგინალების მიერ ჭავჭავაძის გამზირის ბლოკირების მცდელობა არის ძალადობრივი ექსტრემიზმი

10-05-2024

„ეჭვმიტანილის დაკავების გამო პოლიციელებზე თავდასხმა და მყვირალა მარგინალების მიერ ჭავჭავაძის გამზირის ბლოკირების მცდელობა არის ძალადობრივი ექსტრემიზმი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მართლწესრიგის დაცვა არის კანონიერება“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე უჩა აბაშიძის დაკავების შემდგომ მიმდინარე აქციას.


„ეჭვმიტანილის დაკავების გამო პოლიციელებზე თავდასხმა და მყვირალა მარგინალების მიერ ჭავჭავაძის გამზირის ბლოკირების მცდელობა არის ძალადობრივი ექსტრემიზმი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან მართლწესრიგის დაცვა არის კანონიერება. ნაცსექტანტთა მიზანი, რომ ამ ხავილითა და დესტრუქციით (თან ისევ ქალები აიფარეს წინ) სახელმწიფოს რაიმე ზიანს მიაყენებენ, ისეთივე უიმედოა, როგორც ავაზაკი სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნება. აგენტოკრატიის მიერ კოლოსალური რესურსებით წაქეზებული ღალატის პარტიის რევანშისტები და მათ მიერ გაბითურებული პერსონაჟები სუვერენულ საქართველოს ვერასდროს ამოაგდებენ მშვიდობიანი განვითარების კალაპოტიდან!", - წერს აბაშიძე Facebook-ზე.