გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: ქართველი ხალხი აქციებს ყოველთვის მართავდა ხოლმე დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნით - დღეს კი აქცია იმართება დამოკიდებულების მოთხოვნით

10-05-2024

„შარშან თითქოს ქართველ ხალხს მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დღეს, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას იხილავენ. თუ ხალხს მისცეს, მაშინ რატომ ართმევენ დღეს?“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიას განუცხადა.


დეპუტატის შეფასებით, გასულ წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ დაწყებულმა კამპანიამ, რომ ის რუსულია, იმუშავა, თუმცა, ხუნდაძემ აქვე აღნიშნა, რომ ამ მესიჯმა დღეს ძირითადად მხოლოდ ახალგაზრდებზე იმოქმედა.


„შარშან თითქოს ხალხს მისცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და დღეს, კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევას იხილავენ. თუ ხალხს მისცეს, რატომ ართმევენ დღეს?! ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, აცდენილია რეალობას.


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუჩა ვერ დააფორმირა - 20-25 კაცი დადიოდა, ხან აღმა, ხან დაღმა და წამოვიდა შეძახილები, თითქოს ეს კანონი არის რუსული. მაშინ ამან იმუშავა და გარკვეულწილად დღესაც, მაგრამ ეს მესიჯი სადღაც გაქრა. ძირითადად, ახალგაზრდებზე იმუშავეს. არადა, ეს არის ის თაობა, რომელმაც უფრო მეტი უნდა წაიკითხოს და მეტი იცოდეს, თუმცა, დაკვეთა ასეთი იყო „არ წაიკითხო და გააპროტესტე“. დღესაც რომ შეეკითხები, რატომ არის ეს კანონი რუსული, არ იცის, რადგან "იმან" ასე თქვა.


საქართველოში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, ძალიან ბევრი აქცია გვახსოვს ჩვენც და ძალიან ბევრი აქცია ახსოვს ჩვენი მშობლების თაობასაც, მაგრამ აქციების უდიდესი ნაწილი იმართებოდა დამოუკიდებლობის და თავისუფლების მოთხოვნით. დღეს კი ქუჩაში აქცია იმართება დამოკიდებულების მოთხოვნით, რადგან „იმან ასე თქვა“. ახალგაზრდა თაობა, რაოდენობრივად საკმარისი არ იყო და იქ ვხედავთ სკოლის ბავშვებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.