გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: კოლექტიურ ნაცმოძრაობას არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვს და ამიტომ სურთ არჩევნებამდე ძალადობრივი მეთოდით შეცვალონ ხელისუფლება

10-05-2024

"არჩევნები მოდის და მათ [კოლექტიურ ნაცმოძრაობას] არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვთ - მოლოდინი იმისა, რომ გაიმარჯვებენ და რაიმე შედეგზე გავლენ", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, ე.წ. გლობალური ომის პარტია და ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რაიმე გზით შეცვალონ. როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდებისა და ბავშვების ქუჩაში გამოყვანით ცდილობენ, მათი ნებისმიერი უკანონო ქმედება დაუსჯელი დარჩეს.


"ეს სცენარი ნანახი გვაქვს უკრაინაში და აბსოლუტურად, იგივე სცენარით მიდის საქართველოში. არჩევნები მოდის და მათ არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვთ. იციან, რომ ვერ გაიმარჯვებენ და რაიმე შედეგზე ვერ გავლენ. ამიტომ, არჩევნებამდე ძალადობრივი მეთოდით სურთ შეცვალონ ხელისუფლება. ეს თანხვედრაშია "გლობალური ომის პარტიის" დასავლელ წარმომადგენლებთან, რადგან არც მათ აწყობთ ეს ხელისუფლება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მათ დაკვეთებს არ ასრულებს - სანქციებს არ აწესებს და მეომრებს არ აგზავნის უკრაინაში; მათ მიერ მიღებულ საჭიროებებს არ ექვემდებარება. ამიტომ, ისინი ერთმანეთში შეთანხმდნენ, რომ "ხელისუფლება მიუღებელია." არ არის შესაძლებლობა, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეცვალონ. შესაბამისად, ეს მანამდე უნდა მოხდეს. გამოყავთ ახალგაზრდების ნაწილი, ასევე ბავშვები და ამით ქმნიან ბარიერს - მათ შეუძლიათ ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინონ და პოლიცია, რა თქმა უნდა, ძალას ვერ გამოიყენებს, რასგან ანგარიშს გაუწევენ ახალგაზრდებს და ბავშვებს. აქ მშობლების როლიც მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, მათაც მეტი გონიერება უნდა გამოიჩინონ - წინა ხაზზე ბავშვები არ გაუშვან", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.