გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს - საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა

10-05-2024

„საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი შეფასებით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.


„[კანონის] დარღვევისთვის ნებისმიერი ადამიანი პასუხს აგებს კანონის წინაშე. თუ მტკიცებულებები აქვთ, რომ მათ არაფერი დაურღვევიათ, ქვეყანაში არსებობს სასამართლო, გამოძიება და იქ ძალიან კარგად დაადგენენ, თუ არიან მართლები.


დაახლოებით 4 წლის წინ კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს, კი არ დააკავეს. საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“, - გურამ მაჭარაშვილმა.