გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

სალომე ზურაბიშვილი: აუდიტის სამსახურის მიერ ჩემს შემომწირველებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართვის ფაქტს მივესალმები

11-10-2018

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მის ზოგიერთ შემომწირველთან, მათ შორის ექიმებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

 

როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ აუდიტის სამსახური სხვა საარჩევნო სუბიექტების შემომწირველების საკითხითაც ანალოგიურად დაინტერესდა.

 

„ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური მიმართავს სასამართლოს. ეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს და მე როგორ უნდა ვთქვა რამე.

ძალიან ნორმალურია, რომ აუდიტის სამსახურმა დაიწყო და იმედი მაქვს, რომ იგივეს აკეთებს ჩემს კონკურენტებზე. აუდიტის სამსახური უნდა იყოს ჩართული, ამ კამპანიის ზედამხედველი  უნდა იყოს და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.