6-12-2017
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 995 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, სვირი, ანი, წირა, ჭვინთა, ტატანისი და მიმდებარე სოფლებში.
12:30-დან 18:30 საათამდე 1 011 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში კოჩიო, ოლავერდი, მაჯადა და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 14:00 საათამდე 305 აბონენტს აბასთუმანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
წყარო: "მეცხრე არხი"