გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გრეტა წიწავა: ადრე ვიცოდით ამაზრზენი „ნაცების კასრები“, ახლა დაემატა „პირადი კასრები“

11-05-2024

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც ითქვა, რომ უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ახორციელებდნენ.


როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ადრე თუ ცნობილი იყო „ნაცების კასრები“, ახლა დაემატა „პირადი კასრები“.


„ერთი საქმით რომ ხარ ცნობილი და სინამდვილეში სულ სხვა, შავ საქმეს ეწევი, სწორედ მაგათ არ უნდათ გამჭვირვალობა და არეულობას ლობირებენ შინ და გარეთ... შსს ბრიფინგი იყო შოკი - ადრე ხომ ვიცოდით ამაზრზენი "ნაცების კასრები"... ახლა დაემატა „პირადი კასრები“, - წერს გრეტა წიწავა.


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.


უწყების ცნობით, უჩა აბაშიძემ მეუღლესთან ერთად განიზრახა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ კი, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.