გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პავლე კახიძე: თსუ-ს საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისგან განსაკუთრებული ბულინგი, აგრესია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის მათზე, ვინც ღიად არ აფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთი სტუდენტები კი აბსოლუტური უმრავლესობაა

12-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, სტუდენტი პავლე კახიძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სასწავლებლებში, კერძოდ კი, თსუ-ში არსებულ სიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, თსუ-ს საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისგან განსაკუთრებული ბულინგი, აგრესია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის მათზე, ვინც ღიად არ აფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთი სტუდენტები კი აბსოლუტური უმრავლესობაა.


„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისგან ხორციელდება სერიოზული სიტყვიერი შეურაცხყოფა მათზე, ვინც ვემხრობით ამ კანონს და არ ვმალავთ ჩვენს პოზიციას. ხოლო განსაკუთრებული ბულინგი, აგრესია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის მათზე, ვინც ღიად არ აფიქსირებს თავის პოზიციას. ასეთი სტუდენტები კი აბსოლუტური უმრავლესობაა. მათ დაჟინებით მოუწოდებენ, რომ ხმა ამოიღონ და დადგნენ პროტესტანტების გვერდით, სტუდენტურ გაფიცვაზე. ერთადერთი კითხვა მაქვს ამ მოძალადე სტუდენტებთან: ეს არის თქვენი ევროპული და დემოკრატიული საქართველო?! ასეთი ქვეყნისთვის აწყობთ აქციებს?


ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას გვაქვს შეკრებისა და მანიფესტაციის, ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. სახელმწიფო კი ვალდებულია დაიცვას ჩვენი უფლებები. ამაზე, იმედია, ყველა ვთანხმდებით, მაგრამ, ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთი მათგანი აბსოლუტური უფლება არაა და ორივეს შეზღუდვა შეიძლება ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაში.


ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება, შტურმი და კონსტიტუციურ ორგანოებზე იერიშის მიტანა, არ არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა. ყველა ადამიანი დაბადებით არის თავისუფალი და სხვა ჩვენი კურსელების ბულინგი, შეურაცხყოფა და დამცირება განსხვავებული აზრისთვის, არ არის ევროპული ღირებულება. ვისაც სურვილი აქვს იაროს ლექციებზე, ვინც პროტესტის ფორმად გაფიცვას იყენებს, ეს მისი უფლებაა და არც მათი დაბულინგებაა სწორი. არჩევანის თავისუფლება დემოკრატიის ქვაკუთხედია.


ამ პოზიციაზე მე მარტო არ ვარ! უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს ჩემსავით, უბრალოდ, ამ სტუდენტების აგრესიულობითა და განსხვავებული აზრის მიუღებლობით, ბევრი იკავებს თავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან და დროა ეს მიდგომა შეიცვალოს. დიახ, მე მინდა ევროკავშირის წევრი საქართველო. მე მინდა გაერთიანებული საქართველო!!! მე მინდა სუვერენული საქართველო და ამას აუცილებლად მივაღწევთ იმ მშვიდობიანი გზით, რა გზაზეც მე და ჩემი თანამოაზრეები ვართ.


რევოლუცია, სახელმწიფოს გადატრიალება და პოლიტიკური მიზნებისთვის კონკრეტული სენსიტიური თემების და ახალგაზრდობის გამოყენება, არ არის ევროპული სტანდარტი. ევროპული სტანდარტია სწორედ გამჭვირვალობა და განსხვავებული აზრისადმი პატივისცემა.

მე ასეთი ევროპული საქართველოსთვის ვიბრძვი“ - წერს პავლე კახიძე.