გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კახა წიქარიშვილი: თუ მოხდა პარლამენტის ბლოკირება, მე წავალ სახლში

13-05-2024

არასამთავრობო ორგანიზაცია "დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის" წევრი კახა წიქარიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, დაგეგმილია, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის ბლოკირება სცადონ, რაზეც მინისტრმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან მუხლი დაასახელა, რომლის საფუძველზეც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ობიექტის ნორმალური მუშაობა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


კახა წიქარიშვილი თავის სტატუსში აღნიშნავს, რომ სახლში წავა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის შენობის ბლოკირება მოხდება.


„ქართული ოცნება როგორ არ მიყვარს კი იცით, მაგრამ ამ მუხლს მეც ასე განვმარტავ და თუ მოხდა პარლამენტის ბლოკირება მე წავალ სახლში“-წერს კახა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში.