გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტმა ვეტოს შესაძლებლობის გამორიცხვით, პოზიტიური შესაძლებლობა ჩაკეტა, რაზეც დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს

13-05-2024

„რადგან მოგვმართავს, რომ ეს კანონი არჩევნების შემდეგ ამოქმედდეს, ესე იგი საარჩევნოდ არ აწყობთ გამჭვირვალობა,“ - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას.


ჩიბურდანიძე აცხადებს, რომ გარე პოლიტიკური ძალებით ჩვენი ქვეყნის მართვა წარსულს ჩაბარდა.


"დღეს პრეზიდენტმა თავად აღიარა, რომ შავი ფული არჩევნებისთვის სჭირდებათ და სწორედ ამიტომ უპირისპირდებიან “გამჭვირვალობის კანონს”. მისი მოწოდება - კანონი მხოლოდ არჩევნების შემდეგ ავამოქმედოთ, ამ მიზანს ემსახურება. მან ვეტოს შესაძლებლობის გამოყენების გამორიცხვით, სრულად დესტრუქციული ხაზი გაიზიარა და ყოველგვარი პოზიტიური შესაძლებლობა ჩაკეტა, რაზეც დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.


ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უცხოური ფული არასამთავრობოების გავლით პოლიტიკაში იხარჯება. ოპოზიციის ლობისტები ირიბად აფინანსებენ რევოლუციას საქართველოში და სწორედ ამაზე მიგვითითა დღეს პრეზიდენტმა. რადგან მოგვმართავს, რომ ეს კანონი არჩევნების შემდეგ ამოქმედდეს, ესე იგი საარჩევნოდ არ აწყობთ გამჭვირვალობა.


გარე პოლიტიკური ძალებით ჩვენი ქვეყნის მართვა წარსულს ჩაბარდა. ამას ხედავს დღეს მთელი მსოფლიო და სწორედ ამიტომ არის ასეთი ზეწოლა ჩვენზე. ვერც უცხოური ფულით და ვერც უცხოური პოლიტიკური ძალით საქართველოს ვეღარავინ მართავს და ეს არის სწორედ სრული სუვერენიტეტი” - წერს ჩიბურდანიძე.