გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნინო ფოჩხუა: ოპოზიციური ტელევიზიების ვაიჟურნალისტები ყველაზე მეტად არიან დამნაშავეები იმ "კარტინკისთვის" რასაც ამ დაძაბულ სიტუაციაში კადრულობენ-კანონი სასწრაფო წესით არის მისაღები, რომ ქვეყანამ დაისვენოს და აკეთოს საქმე ევროპული მომავლისთვის

13-05-2024

„ოპოზიციური ტელევიზიების ვაიჟურნალისტები ყველაზე მეტად არიან დამნაშავეები იმ "კარტინკისთვის" რასაც ამ დაძაბულ სიტუაციაში კადრულობენ. აჩვენებენ ერთს, აკომენტარებენ რასაც ყურში ეუბნებიან, ამას ხედავს ხალხი და ამიტომ არც ამ "ბუნტს" არ აქვს მომავალი.“-წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.


როგორ ექსპერტი წერს,  კანონი სასწრაფო წესით არის მისაღები, რომ ქვეყანამ დაისვენოს და აკეთოს საქმე ევროპული მომავლისთვის.


„ოპოზიციური ტელევიზიების ვაიჟურნალისტები ყველაზე მეტად არიან დამნაშავეები იმ "კარტინკისთვის" რასაც ამ დაძაბულ სიტუაციაში კადრულობენ. აჩვენებენ ერთს, აკომენტარებენ რასაც ყურში ეუბნებიან, ამას ხედავს ხალხი და ამიტომ არც ამ "ბუნტს" არ აქვს მომავალი.


აღარაფერს ვამბობ იმ გაუგონარ სისულელეებზე რასაც მომიტინგეები ამბობენ გამჭვირვალეობის კანონზე. ყველაზე სადარდებელი კი ის არის, რომ უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებს ელემენტარული აზროვნება არ შეუძლიათ. ისეთებს ამბობენ, შოკში ვარ.


მოკლედ, ეს კანონი სასწრაფო წესით არის მისაღები, რომ ქვეყანამ დაისვენოს და აკეთოს საქმე ევროპული მომავლისთვის.“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.