გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციამ მომხრეები ღამის ათი საათიდან იქ დააყუდა, ღამე გაათენებინა, თავად კი მაინც დააგვიანა კომიტეტზე

13-05-2024

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციის არყოფნა მათი მხრიდან „ჟურნალისტებთან კეკლუცობის“ სურვილით ახსნა.


როგორც მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, პირადად მას კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად წინააღმდეგობა არ შეხვედრია.


„მე გამოვედი სახლიდან ცხრის თხუთმეტ წუთზე და მოვედი პარლამენტში ცხრას რომ აკლდა თხუთმეტი წუთი. ოპოზიცია ღამის ათი საათიდან იქ იდგა და დააგვიანა კომიტეტზე. ეს არის რეალობა. კომიტეტი დაიწყო ცხრა საათზე, როგორც იყო ჩანიშნული, იკითხა მომხსენებელმა იყო თუ არა რედაქციული შენიშვნები. შენიშვნები არ იყო და ამის შემდეგ გადავედით კენჭისყრის პროცედურაზე. მორჩა კომიტეტი, გამოვედით გარეთ და ოპოზიცია კეკლუცობდა - ზოგი მარცხენა მხარეს იყო თავდახრილი, ზოგი მარჯვენა მხარეს და კეკლუცობდნენ ჟურნალისტებთან. იმაზე ნერვიულობენ, რომ მომხრეები ღამის ათი საათიდან იქ დააყუდეს, ღამე გაათენებინეს, თავად კი მაინც დააგვიანეს კომიტეტზე,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

სხდომას ოპოზიცია არ ესწრებოდა, რასაც იმით ხსნიდა, რომ დეპუტატებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ.