გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლას ეხმაურება: ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინება

14-05-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიღაცებს არ მოსწონთ გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი.


„ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა არის რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელი, თუ როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის მიმართ. ამდენი ხანი ჩვენ რასაც ვამტკიცებთ, იმის დასტური წარმოადგინა ბატონმა პავილიონისმა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ, გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. როდესაც კადრულობს კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრი, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომ უხეშად ჩაერიოს ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ამით ხომ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ლოიალური დამოკიდებულება გამოვავლინოთ ასეთი ინციდენტების მიმართ, რაც უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებას", - განაცხადა კობახიძემ.