გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო წილოსანი: თინა ბოკუჩავა რომ მარიამ ლაშხს ფიზიკურად შეეხება, ეს სუფთად „ნაცური“ საქციელია!

14-05-2024

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის მისამართით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ, მარიამ ლაშხს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სუფთა „ნაცური“ საქციელია.


„თინა ბოკუჩავა რომ მარიამ ლაშხს ფიზიკურად შეეხება, ეს სუფთად ნაცური საქციელია!! თუმცა, თინა ბოკუჩავას მოწოდებით პარლამენტის წინ რომ აქციებს აწყობთ, ეს უკვე დიაგნოზია“, - წერს ნინო წილოსანი.