გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: აქციის მონაწილეებს ქუჩაში მთელი ღამე გაათენებინეს, თავად კარგად ეძინათ და დილის ცხრა საათზეც ვერ მოვიდნენ კომიტეტზე

15-05-2024

„ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი მოწვევის პარლამენტში კი არა, პოლიტიკაში საერთოდ აღარ იყოს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.


მისივე თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ბოლო დღეებში აქციის მონაწილეთა მხრიდან ბევრი საყვედური მიიღო და სიზარმაცისა და გულგრილობის გადასაფარად მოიფიქრეს ბოიკოტი, რაც საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაში გამოიხატება.


„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით საქართველოში დაცული იქნება ადამიანის უფლება იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს ეცოდინება, სად ხარჯავს ფულს უცხოური ძალა და დასრულდება ქართულ პოლიტიკაში შავი ფულის ხარჯვა. ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციას აღარაფერი ჰქონდა სათქმელი. გუშინწინ აქციის მონაწილეებმა დატუქსეს ისინი, იმიტომ, რომ აქციის მონაწილეებს ქუჩაში მთელი ღამე გაათენებინეს, თავად კარგად ეძინათ და დილის ცხრა საათზეც ვერ მოვიდნენ კომიტეტზე. ჩვენ ვიცით, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან მათ ბევრი საყვედური მიიღეს - ვერც კანონი წაიკითხეს, ვერც არგუმენტირებული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. დღეს ყველამ ვნახეთ, სხდომაზე მათი მხრიდან იყო წივილ-კივილი, შეურაცხყოფა. ესეც არ გაუვიდათ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი ადგილი, ზოგადად არც მანამდე იყო პარლამენტში და არც ახლა არის. მათ სურთ თავიანთი სიზარმაცე გააფორმონ ბოიკოტით. სხვა მიზეზს სიზარმაცის და გულგრილობის გადასაფარად ვერ მოიფიქრებდნენ. ერთის მხრივ მადლობა შეიძლება ვუთხრათ კიდეც, რადგან ჩვენი „ხალხის ძალის“ მიზანია, პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ გასამართლდეს და აიკრძალოს. თუ მათი წევრები - კოლექტიურად, „ლელო“ და სხვანი (მაინც ყველა ერთია) არ იქნებიან პარლამენტში, მადლობასაც ვეტყვით. ჩვენ ვიზრუნებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი მოწვევის პარლამენტში კი არა, პოლიტიკაში საერთოდ აღარ იყოს,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.