გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თენგიზ შარმანაშვილი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებაზე: მთავარი მესიჯია, რომ ეკლესია ხელისუფლების მოკავშირეა და „პროგრესის“ წინააღმდეგი

15-05-2024

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, - „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი - მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის მჭიდრო მოკავშირეა?”


როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ადრე ხმამაღლა მაინც არ ამჟღავნებდნენ სამიზნეს. ახლა პირდაპირ საუბრობენ. თვლიან, რომ ამის დრო დადგა. ცდებიან.

„შენ გაიხარე ! ჩვენ რომ გვეთქვა ასეთი განწყობა აქვთო, აბრალებენო იტყოდნენ. მხოლოდ მართლმადიდებლებზე არ ფიქრობს ხელისუფლება, მაგრამ ამისთვის არ უთქვამს. მთავარი მესიჯია, რომ ეკლესია ხელისუფლების მოკავშირეა და ,,პროგრესის" წინააღმდეგი. ადრე ხმამაღლა მაინც არ ამჟღავნებდნენ სამიზნეს. ახლა პირდაპირ საუბრობენ. თვლიან, რომ ამის დრო დადგა. ცდებიან. ძალიან ცდებია.“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.