გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: მნიშვნელოვანია ო’ბრაიენის ვიზიტი საქართველოში - ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აშშ-ს ნამდვილად აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ

15-05-2024

„აშშ-ს სხვა ინტერესებიც არსებობს და ხდება ხოლმე, რომ ეს საქართველოს ინტერესებს არ ემთხვევა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიას განუცხადა.


მისი თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები გახსნას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმოს.


„ძალიან მნიშვნელოვანია ო’ბრაიენის ვიზიტი საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აშშ-ს ნამდვილად აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. თუმცა, არის მეორე მხარე, რაზეც ჩვენ „ხალხის ძალა“ ყოველთვის ვსაუბრობთ - „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ მეტი სიმართლე გვეთქვა ხალხისთვის, ვიდრე ზოგადად ამბობენ ხოლმე. ამ შემთხვევაში, ეს სიმართლე არის ის, რომ მართალია ამერიკის შეერთებული შტაბები ჩვენი პარტნიორია, მაგრამ უფრო ჩაღრმავებულ პარტნიორობაზე არ მიდის - ეს არის აშშ-სთან ვიზალიბერალიზაცია, პირდაპირი რეისები და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.


ამის მიუხედავად, ვამბობთ, რომ ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მადლობას ვუხდით ყველა იმ დახმარებისთვის, რაც აშშ-ს აღმოუჩენია საქართველოსათვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის თუ სუვერენიტეტის მხარდაჭერის საქმეში. თუმცა, აქ არის მისი სხვა ინტერესებიც და ხდება ხოლმე, რომ ეს საქართველოს ინტერესებს არ ემთხვევა. ერთ-ერთი არის სწორედ ამ კანონთან დაკავშირებული აზრთა შეხლა-შემოხლა.


ამერიკას მხოლოდ საქართველოს მიმართ არ აქვს ეს პრეტენზია. ურსულა ფონ დერ ლაინმაც აღიარა, დღევანდელ მსოფლიოს რომ გადავხედოთ, საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევაა და სწორედ ამიტომ ევროკავშირმა ევროდირექტივა დააინიცირა გამჭვირვალობის შესახებ. ეს ინიციატივა ერთი წლის წინ, სწორედ მაშინ, როდესაც „ხალხის ძალამ“ პირველად წამოვაყენეთ და დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ევროპის სახალხო პარტიამ ჩვენი დაინიცირებიდან ზუსტად მეორე დღეს დააინიცირა, მაგრამ ევროკავშირსაც დასჭირდა დაახლოებით ერთი წელიწადი, რადგან იქაც არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირშიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონპროექტს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.