გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის გეგმაზე: რადიკალების მიზანია არალეგიტიმურად გამოცხადდეს საქართველოს ხელისუფლება და ამ ფონზე მოხდეს ლეგიტიმურ ძალად მიჩნეული სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანება

15-05-2024

„ყველა უნდა გაერთიანდეს არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ის გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ჩვენ ყველას უფლება გვაქვს შევცვალოთ ის. ვინ რჩება ხელისუფლების ლეგიტიმურ წარმომადგენლად - სალომე ზურაბიშვილი,“ - ეს არის ოპოზიციის გეგმა, რომლის შესახებაც ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა.


ყაველაშვილის თქმით, ის რაც ახლა ხდება, არის ქმედებები ქვეყნის წინააღმდეგ და გეგმა, რომლითაც ოპოზიციის წარმომადგენლები თანმიმდევრულად მოქმედებენ, გლობალური ომის პარტიის მიერაა შედგენილი.


მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია კი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვს, ელოდებოდა ძალადობრივი სცენარით მოქმედების ხელსაყრელ გარემოებას და ეს გარემოება, ახალგაზრდებს ამოფარებულმა ოპოზიციამ მოახერხა მათ გრძნობებზე თამაშით, თითქოს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.


„იმის შესახებ, რაც ახლა ოპოზიციის ფლანგზე მიმდინარეობს, თავისი ქალბატონი ზურაბიშვილით, ერთი წლის წინ ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ - ეს არის გეგმა საქართველოს წინააღმდეგ. ეს ძალები არიან გარედან მართული. იმიტომაც ელოდებოდნენ ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლას და წრეც შეიკრა, არ დაგიდევენ რომ მიტინგზე მათი გამოსვლა საშინაო საქმეებში ჩარევის კლასიკურ მაგალითადაც გამოდგება! სალომე ზურაბიშვილი 100 %-ით არის დამოკიდებული იმ ძალებზე, ვისი კარნახითაც მოქმედებს. მისი დაპირისპირება ხელისუფლებასთან, არ არის მისი პირადი დაპირისპირება. ის მთლიანად გადაბარგდა საპირისპირო ფლანგზე რიგი მიზეზებით (მთლიანად სიღრმეებში ვერ შევალ) და ამ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ გვქონდა, არ ვმალავდით. ჩვენც გვყავს მეგობრები როგორც ევროპარლამენტში, ასე ევროპაში, სადაც იგეგმება ეს პროცესები და საიდანაც გამოდის ინფორმაცია. ოპოზიციას სწყინს ის, რომ ისინი ერთიან, გახრწნილ, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად მოიაზრება, რომელმაც ხელი მოაწერა ამ პროცესს - ძალადობრივი გზით შეცვალონ ხელისუფლება. მათ მცდელობა წარმოაჩინონ, რომ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას - ახალგაზრდების ჩართულობა, სკოლებში შესვლა და მოსწავლეების მონაწილეობა ამ პროცესებში და ამით ქმნიან აღქმას, რომ ესაა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ვარწმუნებ ჩვენს საზოგადოებას და შეუძლია არ ინერვიულოს - ესაა უმცირესობა და ის რაც ხდება, არის ამ უმცირესობების სასოწარკვეთილი მცდელობა რევოლუციური გზით შეცვალონ ხელისუფლება. არჩევნების გზით, კარგად იციან რომ ამას ვერ შეძლებენ!


ამავდროულად, ძალიან კარგად მიმდინარეობს მართვის პროცესი სახელმწიფო სტრუქტურებში - დროული და სწორი იყო პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები. ეს დასტურია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ სახელმწიფო. იყო მინიშნებები იმაზე, რომ ამ ძალადობის საპირწონე იქნება პრევენცია სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითებიც მოვიყვანეთ იმის, თუ როგორ ხდება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქციების დაშლა ევროპაში, როგორ ექცევიან აქციის მოძალადე წარმომადგენლებს იქაური პოლიციელები. მათთან შედარებით, გავბედავ და ვიტყვი, რომ ჩვენი პოლიციელები ყველაზე ჰუმანურები არიან, მაგრამ მათ უკანაც, ჩვენს უკანაც, პრემიერ-მინისტრი იქნება თუ უბრალო თანამშრომელი, ყველას უკან დგას სახელმწიფო.


აი, ეს გაერთიანება - გახრწნილი ნაცმოძრაობა, სადაც ყველა შეერწყა ერთმანეთს, ეს გახარიები და სხვები, რომ თითქოს ახლა წარმოიშვნენ, წარსული უნდა დაივიწყონ და ერთად იმოქმედონ, წინასწარ იყო დაგეგმილი. როცა მოხდა დაპირისპირება ხელისუფლებასთან, ყველა ჩასაფრებული ელოდებოდა, როდის მოხდებოდა გადაკვეთის წერტილის სივრცის შექმნა. რადიკალების მიზანია არალეგიტიმურად გამოცხადდეს საქართველოს ხელისუფლება. ამას წინ უძღოდა ვითომ შემთხვევითი წამოცდენები (მხედველობაში მყავს ვითომ მაგარი ექსპერტი რომ ჰყავთ - ყველაფერს რომ არტყამს და სინამდვილეში ვერაფერს, გია ხუხაშვილი) იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია. ოპოზიციის ნარატივია - ყველა უნდა გაერთიანდეს არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ის გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ჩვენ ყველას უფლება გვაქვს შევცვალოთ ის. ასეთ შემთხვევაში ვინ რჩება ლეგიტიმურ წარმომადგენლად - სალომე ზურაბიშვილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მის გარშემო უნდა მოხდეს გაერთიანება. შემთხვევითი არაა ის, რომ მას დიდ ყურადღებას აქცევს დასავლური მედია და ნახევარ საათიან ეთერებს უთმობს. ყველაფერი ეს მართული პროცესის ნაწილია, თორემ რატომ არ იწვევენ CNN-ზე და სხვაგან მაგალითად პრემიერ-მინისტრს,“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.