გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: მინისტრების გვერდით საწყლად დგას ქვეყნის „პრეზიდენტი“, სადღაც ბოლოში, სადაც მისი აზრით ადგილი უნდა ჰქონდეს „მისი“ ქვეყნის სახელმწიფო დროშას

15-05-2024

„მინისტრების გვერდით, საწყლად დგას ქვეყნის „პრეზიდენტი“, სადღაც ბოლოში, სადაც მისი აზრით ადგილი უნდა ჰქონდეს „მისი“ ქვეყნის სახელმწიფო დროშას“, - წერს „ხალხი ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს სალომე ზურაბიშვილის და ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციიდან.


„ორი ფოტო. ორი პრეზიდენტი. ორი სირცხვილი. ზედა სურათზე „ბოროტი ხმები“ იძახიან - „ძესიტიში“ მოითხოვა უკრაინულ „პაეზდკაში“. იმისთვის რომ აი ასე, საწყლად, სადღაც ბოლოში რომ დამდგარიყო რუს ბიზნესმენ ნაყოფიასთან, ამავდროულად მის სამივლინებო ხარჯების მოლარესთან. ფოტო მეორე.

მინისტრების გვერდით, საწყლად, დგას ქვეყნის „პრეზიდენტი“. არა შუაში (თუნდაც) - იქ, სადღაც ბოლოში. იქ - სადაც მისი აზრით ადგილი უნდა ჰქონდეს „მისი“ ქვეყნის სახელმწიფო დროშას. ერთი ფოტოსურათი მეც დავდე გუშინ. პროტოკოლური და თანამდებობრივი თანაფარდობის პრინციპით - სახელმწიფო კანცელარიასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დახვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანაშემწე... ეს არის ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს სახელმწიფოებრივ ღირსებაზე!“, - წერს დავით ქართველიშვილი.