გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ცაგარეიშვილი - დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება ამ ქვეყანაში, აკონტროლებს ამ პროცესებს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენტური გუნდით, არავითარი საპანიკო აქ არ არის

15-05-2024

„მე არ ვარ ეკონომისტი, არ ვარ საფინანსო მიმართულების ექსპერტი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია. მე რამდენადაც გადავამოწმე და მოვიკითხე, ბევრჯერ ყოფილა ამგვარი გაუფასურება ამ ბანკების ფასიანი ქაღალდებისა წინა წლებშიც და შემდეგ საწყის პოზიციებს უბრუნდებოდა ეს ფასი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისი“ ბანკის აქციების შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, არსებობს სფეროები, სადაც პოლიტიკოსები არ უნდა შეიჭრან, თუმცა, ამის მიუხედავად ისინი მიადგნენ ეროვნულ ვალუტას და ცდილობენ, პოლიტიკური სპეკულაციით აპოკალიფსური სურათი დახატონ. დეპუტატის განცხადებით, დღევანდელ საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება.


„ბანკებს და მათ აქციონერებს მინდა, რომ მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მათ შორის, ლონდონის საფონდო ბირჟაზეც. ვფიქრობ, ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია, რომელიც, შესაბამისად, უკვე აისახა ლარის კურსზე და ასეთი ვარდნები ჩვენ ეროვნული ვალუტის გვახსოვს - ერთდღიანი, ორდღიანი და სამდღიანი რყევები, შემდეგ ლარი უკანასკნელი წლების პრაქტიკას თუ გადავავლებთ თვალს, უბრუნდებოდა თავის პოზიციებს, ანუ ინაზღაურებდა დანაკარგს და ისევ მყარდებოდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება ამ ქვეყანაში, აკონტროლებს ამ პროცესებს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენტური გუნდით, კომპეტენტური ხელმძღვანელით. ჩვენ ვენდობით ეროვნულ ბანკს და აქედან გამომდინარე, არავითარი საპანიკო აქ არ არის და რაც უფრო ნაკლებად ჩაერთვებიან ჩემი ე.წ. კოლეგები სხვადასხვა ფლანგიდან და ისპეკულანტებენ ამ თემაზე, მათ შორის, ჭკუიდან გადაიყვანენ საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც უბედურება სჭირს ახლა ქართულ ეკონომიკას, ფინანსებს და საბანკო სექტორს, მით უკეთესი იქნება მათთვის, მათივე ჯიბეებისთვისაც და ჩვენი საზოგადოებისთვის.


ეს ის სფეროა, სადაც არ უნდა შეიჭრან ადამიანები, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართულ პოლიტიკაში იმ რანგის პოლიტიკოსები, რომლებმაც საერთოდ ყველანაირი ზღვარი გადალახეს და იქ შევიდნენ და იქ ჩარჩნენ, სადაც მათი ადგილი არასდროს ყოფილა. ახლა მიადგნენ ჩვენს ვალუტას, ბანკო სისტემას და აპოკალიფსური ბოდვითი თეორიებით აჭრელდა სოციალური ქსელი, თითქოს ჩამოვიქეცით და დავიღუპეთ და ამის არავითარი ნიშანი არ ჩანს, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით. ჩვენ წინა თვეში თითქმის 8%-იანი ზრდა გვქონდა მშპ-ის,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.