გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილის და უცხო ქვეყნის მინისტრების ბრიფინგზე: ნახეთ, როგორ ამცირებინებს საქართველოს სუვერენიტეტს არამკითხე მოამბეებს, რომლებიც ჩვენთან რევოლუციის მოსახდენად და მხარდასაჭერად არიან ჩამოსულნი!

15-05-2024

„ნახეთ, როგორ აკნინებს ეგ უსამშობლო საქართველოს! ნახეთ, როგორი ზერელე და ირონიული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრეთან ერთად გამართულ ბრიფინგს.


მისი განცხადებით, მეხუთე კოლონის მხარდამჭერი პრეზიდენტი ბრიფინგზე კუთხეში იდგა და უფლებას აძლევდა უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს, საქართველოს სუვერენიტეტი დაემცირებინათ.


„ნახეთ, როგორ აკნინებს ეგ უსამშობლო საქართველოს! ნახეთ, როგორი ზერელე და ირონიული დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ! ნახეთ, როგორ ამცირებინებს საქართველოს სუვერენიტეტს ვიღაც არამკითხე მოამბეებს, რომლებიც ჩვენთან რევოლუციის მოსახდენად და მხარდასაჭერად არიან ჩამოსულნი! ნახეთ სად კუთხეშია მიჭუჭკნული ეგ იმპიჩმინტირებული და მეხუთე კოლონის მხარდაჭერილი ე.წ. პრეზიდენტი! ნახეთ, როგორ სძულს ამ გზააბნეულს და ბოღმით აღვსილს საქართველო! ქვეყნის სირცხვილი!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე ფეისბუკზე.