გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

Politico წერს, რომ რუსული ნავთობი ევროკავშირში სანქციების გვერდის ავლით ხვდება

16-05-2024

გამოცემა Politico წერს, რომ რუსული ნავთობი ევროკავშირში სანქციების გვერდის ავლით ხვდება.


სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს ჩატარებული კვლევების მიხედვით რუსული ნავთობის ექსპორტს საბერძნეთი ახორციელებს, თუმცა ათენი ირწმუნება, რომ ევროკავშირის სანქციებს არ არღვევს და საბერძნეთში რუსული მარკირებით ნავთობპროდუქტები არ შედის.


Politico წერს, რომ ევროკავშირში იმპორტირებულ ნავთობზე მართლაც არ არის აღნიშვნა, რომ ის რუსულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მოსკოვმა სანქციების გვერდის ავლის გზები გამონახა.