ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემის სიმყარეს სამმაგი დაცვის „სარქველი“ უზრუნველყოფს - სოსო არჩვაძე

16-05-2024

„საქართველოს საბანკო-საფინანსო სისტემის სიმყარეს სამმაგი დაცვის „სარქველი“ უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი და ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, მათ შორის მზარდი სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, ეკონომიკური როლი; ბ) ეროვნული ბანკის უპრეცედენტოდ მაღალი რეზერვები; გ) კომერციული ბანკების ასევე ისტორიულად დიდი ლიკვიდური აქტივები. მოკლევადიანი რყევებისა და შოკებისაგან კი“, - ამის შესახებ ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს.


„არც ერთი ქვეყნის საბანკო სექტორი და სავალუტო ბაზარი არაა დაზღვეული, მათ შორის საქართველოში. უნდა დავინახოთ, რომ ეს შოკები მოკლევადიანი ეფექტის მქონე იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ბლუმბერგის პლატფორმაზე ლარის კურსმა დაცემის შემდეგ ისევ გამყარება დაიწყო - გუშინდელი 2.84-დან დღევანდელ 2.77-მდე. ახლა მთავარია, სიმშვიდე და აღმშენებლობითი რეჟიმის შენარჩუნება. რომ იტყვიან, ისე ნამდვილად არ წვიმს, როგორც ქუხს,“ - წერს არჩვაძე.