გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი: ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია, ყველა ვუჭერთ ამას მხარს, მაგრამ ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში

17-05-2024

საქართველოს კონსტიტუციაში ქართველმა ერმა განსაზღვრა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია. ეს გასაგებია, ამას მივესალმებით, ეკლესია ვიძახით, რომ საზოგადოების ამ კონსენსუსს ყველა ვუჭერთ მხარს, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა.


მისი თქმით, ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში და არა მოხდეს აღრევა - ათქვეფა, ისეთ მსოფლიო გლობალურ ბიო მასაში, სადაც ხდება ეროვნების გადაგვარება, რჯულის ფეხქვეშ გათელვა.


„ჩვენ მონობა არავისთან მიმართებაში არ გვინდა. ჩვენი დიდი საუნჯე სარწმუნოებაა და რაც მას არ ეწინააღმდეგება ჩვენც ვართ მოწოდებული მათთან მეგობრობისკენ. საქართველოს კონსტიტუციაში ქართველმა ერმა განსაზღვრა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია.


ეს გასაგებია, ამას მივესალმებით, ეკლესია ვიძახით, რომ საზოგადოების ამ კონსენსუსს ყველა ვუჭერთ მხარს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით, მრწამსით და აღმსარებლობით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში და არა მოხდეს აღრევა - ათქვეფა, ისეთ მსოფლიო გლობალურ ბიო მასაში, სადაც ხდება ეროვნების გადაგვარება, რჯულის ფეხქვეშ გათელვა, რაც აქცევს ადამიანს მსოფლიო მოქალაქედ, რომელსაც არც წინაპარი არ ახსოვს, აღარც ქრისტე და არც რჯული… ასეთი ერები ქრებიან და აღარ არსებობენ. სწორედ ქრისტეს რჯულმა მოგვიყვანა დღემდე და ასეც უნდა იყოს ხვალაც“, - განაცხადა ეპისკოპოსმა გიორგიმ.