გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შსს დერილ შოლცის მიერ გავრცელებულ ბრალდებებზე განცხადებას ავრცელებს

17-05-2024

„გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედია საშუალებებში გასულ სიუჟეტს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, სადაც დერილ შოლცი ამბობს, რომ აქციაზე ყოფნის დროს, მას სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.


განვმარტავთ, რომ სატელევიზიო ეთერებში, გაჟღერებული პიროვნებების სახელით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოხების მართვის ცენტრი „112"- ში შეტყობინება დახმარების გაწევის მიზნით არ შემოსულა. დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი.


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დერილ შოლცისგან სამედიცინო დახმარების შესახებ მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ შესულა.


გარდა ამისა, აქციების არც ერთი ლოკაციიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას აღნიშნული პირი სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია.
ამასთანავე, არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პირი, მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსებული არ ყოფილა.


დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ინფორმაციის მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რადგან, მათთვისაც უცნობი იყო მსგავსი სახის ინციდენტის შესახებ” –აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.