გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

18-05-2024

18 მაისი, ეროვნული სამოსის დღე, კასპის მუნიციპალიტეტში აღინიშნა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოცეკვავეებმა მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ, მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩიდან დაიწყო და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერში დაასრულა.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსვლელობაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები: „რკონი“, „დიდგორი“, „ქართლი“ და „იმედი“, რომლებიც შემდეგ სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელ-მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ.


ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაწესდა, რომლის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა.