გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა დაიწვა

15-10-2018

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ,,ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმირჩილა და ხეს შეეჯახა.


შეჯახების შედეგად სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მძღოლი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.


ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ,,გამოძახებისას ადგილზე დაგვხვდა ცეცხლმოკიდებული მსუბუქი ავტომანქანა.


ოპერატიული რეაგირების შედეგად, მალევე მოხდა ცეცხლის ლიკვიდირება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - განუცხადა ჟურნალისტებს მეხანძრე-მაშველმა გრიგოლ არჩილიამ.


შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.



ipn.ge