გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: როდესაც შენში თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია, მხოლოდ მაშინ ხარ ჭეშმარიტად თავისუფალი, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, მონობა, ლაქიაობა, მარიონეტობა - თავისუფლების ალტერნატივად არც კი განიხილება

23-05-2024

როდესაც შენში თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია, მხოლოდ მაშინ ხარ ჭეშმარიტად თავისუფალი. მაშინ არ ხდება შენში ძალთა თანაფარდობის კალკულაცია - ვინ დგას შენს გვერდით და ვინ გეწინააღმდეგება შენ. ეს ამოვიკითხე პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ინტერვიუს დროს“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ უმძიმეს და ურთულეს გზაზე, რასაც ასევე ხაზი გაუსვა პრემიერმა - გამოიკვეთა ჩვენი ძირითადი მოწინააღმდეგე


"გლობალური ომის პარტიის" სახით და მისი მთავარი იარაღი: რადიკალური NGO- სექტორი და მისი გაუმჭვირვალობა.


მისივე თქმით, მსოფლიოში განვითარებული გლობალური კრიზისების მიუხედავად, "გ.ო.პ."-ნიკების ხელთ არსებული ყველა ძალა და საშუალება გადასროლილი აქვთ საქართველოზე, გარდაუვალი მარცხის თავიდან ასარიდებლად. ერთ-ერთი უკანასკნელი იყო "ვენეციის კომისია", რომელმაც მიღებული დავალების თანახმად, საკუთარი ხელით დაასამარა თავისი მიუკერძოებელი სამართლებრივი არბიტრის იმიჯი.


„როდესაც შენში თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია, მხოლოდ მაშინ ხარ ჭეშმარიტად თავისუფალი. მაშინ არ ხდება შენში ძალთა თანაფარდობის კალკულაცია - ვინ დგას შენს გვერდით და ვინ გეწინააღმდეგება შენ." ეს ამოვიკითხე პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ინტერვიუს დროს. მართალია ამ წმინდა პოლიტიკურ გზავნილებში არ ითქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იგულისხმებოდა ჩვენ გვერდში მდგომ ძალებში: საქართველოს გენეტიკური კოდი, ზეციური ძალები, საზოგადოების უმრავლესობის ერთსულოვნება, ჩვენი დედაეკლესია და ხელისუფლების სიმტკიცე - პირველად ჩვენს უახლოეს ისტორიაში მოვიპოვოთ რეალური და არა ბუტაფორიული დამოუკიდებლობა.


ამ უმძიმეს და ურთულეს გზაზე, რასაც ასევე ხაზი გაუსვა პრემიერმა - გამოიკვეთა ჩვენი ძირითადი მოწინააღმდეგე "გლობალური ომის პარტიის" სახით და მისი მთავარი იარაღი: რადიკალური NGO- სექტორი და მისი გაუმჭვირვალობა. თუ კი აშშ-ში, რომელიც "გ.ო.პ."-ნიკების ასევე მთავარი მსხვერპლია - პოლიტიკურ პროცესებს რეალურად განაგებს ე.წ. deep state-ი, რომლის ძალაუფლება წვდება ევროკავშირის მძევლობაში აყვანასაც, პოსტსაბჭოურ სივრცეში და რა თქმა უნდა, საქართველოში, სწორედ რადიკალურ NGO-სექტორს ეკისრება ამ "სიღრმისეული და კულუარული" სახელმწიფოს სახელმწიფოში ფუნქცია.

მათ გააჩნიათ აღურიცხავი და გაუმჭვირვალე დაფინანსება, ისინი აკონტროლებენ მეტ-ნაკლები წარმატებით ქვეყნის მთელ რიგ ფუნქციონალურ სფეროებს, მათი ძირითადი მიმართულებაა: თვითმყოფადი, სუვერენული, ტრადიციული საზოგადოებების მაქსიმალური "გაუბრალოება", ეროვნული ხელისუფლებების ფერადი რევოლუციების გზით მარიონეტული მთავრობებით ჩანაცვლება და ამ გზაზე ხელის შემშლელი ფაქტორების (პირველ რიგში ეკლესიის და ოჯახური ფასეულობების) მაქსიმალური დასუსტება/მოსპობა.


დღეს გასაგები თავმოყვარეობების გამო, ღიად ბევრი ვერ განაცხადებს, რომ იმავე ამერიკაში თუ ევროპაში, საქართველოს დიდი ინტერესით აკვირდებიან კონსერვატიული და ლიბერალური ფაშიზმის ტყვეობაში მყოფი ძალები - გამოუვა თუ არა ქართველ "დავითს" ამ საერთაშორისო "გოლიათის" დამარცხება. ეს ყველაფერი კარგად ესმის "გოლიათსაც" - მარცხის შემთხვევაში "დომინოს პრინციპის" ეფექტით რა კატასტროფულ შედეგებს მოიმკის ათობით წლების განმავლობაში მათი წვალებით აშენებული ფსევდოლიბერალური იმპერია.


ამიტომაც, მსოფლიოში განვითარებული გლობალური კრიზისების მიუხედავად, "გ.ო.პ."-ნიკების ხელთ არსებული ყველა ძალა და საშუალება გადასროლილი აქვთ საქართველოზე, გარდაუვალი მარცხის თავიდან ასარიდებლად. ერთ-ერთი უკანასკნელი იყო "ვენეციის კომისია", რომელმაც მიღებული დავალების თანახმად, საკუთარი ხელით დაასამარა თავისი მიუკერძოებელი სამართლებრივი არბიტრის იმიჯი. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც ეწინააღმდეგება "გ.ო.პ."-ნიკების მიერ მათთვის მორჩილი მონების მორგებულ როლებს (მაგ. სტრასბურგის ადამიანის უფლებებისა და ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოები) - ვნახოთ, გაუძლებენ თუ არა ზეწოლას, ჩვენ ამაში წარმატება ვუსურვოთ.


ჩვენ კი - სხვა ალტერნატივა არა გვაქვს. მონობა, ლაქიაობა, მარიონეტობა - თავისუფლების ალტერნატივად არც კი განიხილება. ისევე, რომ არ შეიძლება ოჯახში პირადი ტრაგედია გამოიყენო ლოთობის და სოციალური დეგრადაციის გამართლებად, მაშინ როდესაც ობლად დარჩენილი ბავშვები გყავს ფეხზე დასაყენებელი. დღეს კი ფეხზე დასაყენებელი - საქართველოა. და "გლობალური ომის პარტიას", მისთვის ამ ამოუცნობ პატარა და ამავდროულად, ძლიერ ფენომენთან - გარდაუვალი შეგუება მოუწევს“, - წერს დავით ქართველიშვილი.