გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: რა დონეზე უნდა დაეცე რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქილიკო? ავად მყოფი ადამიანების დაცინვითა და ქილიკით „ჩვენმა“ მავნებელმა პოლიტიკანებმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს

23-05-2024

„ეს არის სწორედ უღმერთობის და ამორალურობის გამოვლინება, რა დონეზე უნდა დაეცე, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქილიკო?“- ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო თანამდებობიდან გადადგომაზე ოპოზიციის გამოხმაურებებს.


როგორც ექსპერტი წერს, ამორალურებს არაფერი არ ეშველებათ, იმდენად ზნედაცემულები არიან.


„ეს არის სწორედ უღმერთობის და ამორალურობის გამოვლინება, რა დონეზე უნდა დაეცე, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქილიკო? ვის რად უნდა შენი პოლიტიკური მოსაზრებები ან პოლიტიკა, თუ კაცად არ ვარგიხარ? ემტერები ვინმეს, მტრად მიგაჩნია, ამ დროსაც კი უნდა შეინარჩუნო ადამიანობა, ზნეობა, კაცობა...რა უბედურებაა, დავიჯერო ყველანი უკვდავები ხართ, ან თქვენთან არ მოვა ავადმყოფობა, ან სიკვდილი, მაშინაც იღლიცინებთ? ახლა ვახტანგ გომელაურიც გამახსენდა, კაცს მამა ჰყავდა სამკურნალოდ თურქეთში, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა და "ჟურნალისტები" ეცნენ რატომ ისვენებდიო...უპასუხა მაშინ გომელაურმა, თქვენმა მტერმა დაისვენა ისეო... ავად მყოფი ადამიანების დაცინვითა და ქილიკით "ჩვენმა" მავნებელმა პოლიტიკანებმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს, კიდევ კარგი ხელისუფლებაში არ არიან თორემ მძიმე ავადმყოფების დახვრეტას მოითხოვდნენ, ხოლო პანაშვიდებსა თუ გასვენებაში ჭირისუფლების მიმართ თანაგრძნობის გამოხატვას, უეჭველად არა ევროპულად გაასაღებდნენ საბოლოოდ აკრძალავდნენ კიდეც! ამორალურებს სავარაუდოდ არაფერი არ ეშველებათ, იმდენად ზნედაცემულები არიან. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა გაჭირვებულსა და ავადმყოფს!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.