გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სოფლის განვითარების სააგენტო 26 მაისს ოზურგეთში აღნიშნავს

24-05-2024

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს ქ.ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე უმასპინძლებს.


ოზურგეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ,გაეცნონ  ადგილობრივი მეწარმეების მიერ  წარმოებულ პროდუქციას, მოეწყობა ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ჩატარდება კულინარიული მასტერკლასი.


ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყობა ბავშვებისათვის შემეცნებითი სივრცე,კოსტიუმირებულიმსახიობებისადაორკესტრისმსვლელობა;გაიმართება  საბავშვო სპექტაკლი; გამოიფინება თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა; მოეწყობა საგამოფენო სივრცე „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“. ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით  გაიმართება კონცერტები. 


17:10 სთ-ზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება.


ოზურგეთში, ცენტრალურ მოედანზე საზეიმო ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სოფლის განვითარების სააგენტოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით  ტარდება.