გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკა სეფაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საშინაო დემოკრატიებში უცხოური ჩარევა პრობლემად იქცა და ამიტომ ევროკომისიამ დააინიცირა ევროდირექტივა გამჭვირვალობის შესახებ, ჩვენც სწორედ ამ დირექტივის სულისკვეთება გამოვიყენეთ ჩვენი კანონის საფუძვლ

24-05-2024

„არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა უცხოური ფინანსური საშუალებები არასწორად მიემართება პოლიტიკური პარტიებისკენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, გამჭვირვალობა ძირითადი ევროპული ღირებულებაა და საქართველო ცდილობს, მიჰყვეს ევროპულ გზას გამჭვირვალობის თვალსაზრისით.


„პირველ რიგში, ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი მადლიერება, რომ საქართველოს განვითარებით ხართ დაინტერესებული და ზრუნავთ ჩვენს ქვეყანაზე. ნება მომეცით, ავხსნა ზოგიერთი დამოკიდებულება, რომელიც სიმართლეს არ შეეფერება. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ არსებობს ორი ტიპის კანონი. ერთი შეეხება ლობიზმს, მაგალითად ფარა და მეორე უცხოური გავლენების შესახებ. მინდა შეგახსენოთ, რომ როცა ფინანსები მოდის ქვეყნის გარედან, მას ყოველთვის მოყვება უცხოური გავლენა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ვცდილობთ ეს უფრო გამჭვირვალე გავხადოთ. ქართველ ხალხს უფლება აქვს, იცოდეს, ვინ დგას არასამთავრობო ორგანიზაციების უკანა და და რა სახის აქტივობებს აფინანსებს.


არსებობს ისეთი შემთხვევები, როცა უცხოური ფინანსური საშუალებები არასწორად მიემართება პოლიტიკური პარტიებისკენ. ეს არის პირდაპირი ჩარევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ მოწმე ვართ რამდენიმე მსგავსი შემთხვევისა საქართველოში, როცა პოლიტიკურმა პარტიებმა ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნეს და მათ ფინანსები უცხოეთიდან მიიღეს. ამრიგად ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავირიდოთ მსგავსი განვითარებები.


მინდა აღვნიშნო, რომ კანონის პირველივე მუხლში წერია, რომ იგი არ ზღუდავს არც არასამთავრობო და არც მედია ორგანიზაციებს. სანამ კანონს მივიღებდით, ჩვენ ჩავატარეთ სოციალური გამოკითხვა და აღმოჩნდა, რომ გამჭვირვალობას 81% ემხრობა.


გამჭვირვალობა ძირითადი ევროპული ღირებულებაა. ჩვენ ვცდილობთ, მივყვეთ ჩვენს ევროპულ გზას გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ საშინაო დემოკრატიებში უცხოური ჩარევა პრობლემად იქცა და ამიტომ ევროკომისიამ დააინიცირა ევროდირექტივა გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენ სწორედ ამ დირექტივის სულისკვეთება გამოვიყენეთ ჩვენი კანონის საფუძვლად, თუმცა ჩვენი კანონი უფრო რბილია ევროდირექტივასთან შედარებით. უფრო მეტიც, მანივალმა, რომელიც ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტია, საქართველოს რეკომენდაცია მისცა, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა გაეზარდა. როგორც იცით მანივალი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანოა. ამ თვალსაზრისით, კანონი ემთხვევა ევროპულ ღირებულებებს.


რაც შეეხება დემოკრატიულ განვითარებას და ჩვენს ევროპულ გზას, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას და ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ნახევარზე მეტი უკვე შესრულებული გვაქვს. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ გლობალურ პროექტებზე, რომელიც არამარტო საქართველოს ინტერესშია, არამედ ევროკავშირის ინტერესშიცაა. მე ვგულისხმობ ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხებს, ევროკავშირის სატრანსპორტო კომუნიკაციას პლანეტის აღმოსავლეთ ნაწილთან, ასევე, ციფრულ უსაფრთხოებას და ჰაბს,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.