გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

აჭარის მთავრობის სახლთან ლოზუნგით „მთავრობა სარდაფში“ აქციას მართავენ

15-10-2018

„მთავრობა სარდაფში“,- ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.მათი განცხადებით, აჭარაში სიმბოლურად „41 კორუმპირებული პირია, რომელიც რეგიონის ბიუჯეტს ფაროსანასავით აზის“.


შეკრებილები გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ხელისუფლება სარდაფებიდან იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, ბიუჯეტიდან ფულის არამიზნობრივი ხარჯვა შეწყვიტონ.


„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც მთელი 6 წლის განმავლობაში ვსაუბრობდით. ფარული ჩანაწერები არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება და ქვეყანა იმართება სარდაფებიდან. 90-იან წლებში დაბრუნდა ქვეყანა, ამიტომ 28 ოქტომბერი უნდა იყოს განაჩენის გამოტანის დღე“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქადამაძემ.



ipn.ge