გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი „თავისუფალი მარშის“ აქციაზე: ვენეციის კომისია, სასანქციო პაკეტი, ევროპული მუქარები, ამ ყველაფერს უნდა გადაეფარა 17 მაისის „სახალხო რეფერენდუმი“ - 1200 პროტესტანტზე მეტი ქუჩაში ვეღარ გაიყვანეს!

25-05-2024

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „თავისუფლების მარშის“ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ქართველიშვილის თქმით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უნდა გადაეფარა 17 მაისის სრულიად საქართველოს „სახალხო რეფერენდუმი", თუმცა აქციის ორგანიზატორებმა 1200 მომიტინგის მეტი ვერ გამოიყვანეს.


„ამაზე მაღალი გრადუსი ამ უკანასკნელ დღეებში რაღას უნდა აეწია: ვენეციის კომისია, ამერიკული სასანქციო პაკეტი, ევროპული მუქარები, "საუკუნის მარშისთვის" მზადება - ამ ყველაფერს უნდა გადაეფარა 17 მაისის სრულიად საქართველოს "სახალხო რეფერენდუმი".


მაქსიმუმს ვასახელებ - 1200 პროტესტანტზე მეტი ქუჩაში ვეღარ გაიყვანეს! სამწუხარო იმედგაცრუებით შეხვდნენ ჩვენი პოტენციური დასანქცირებულები, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სამხრეთ კავკასიაში ფაქტობრივად საკუთარ ფეხში დღევანდელ გასროლას. გაგებით მოვეკიდეთ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებასაც, საქართველოს წინააღმდეგ (რომელზეც ევროპისთვის განკუთვნილი ჩინური საქონელი მოძრაობს) სანქციების გამოუყენლობის თაობაზე.


თითქმის უემოციოდ და მოსალოდნელად მივიღეთ პრემიერ-მინისტრის მისამართით გაკეთებულ "მეგობრულ" შეხსენებას, სლოვაკეთის ლიდერის მძიმე მდგომარეობის თაობაზე. და აი ამ ყველაფრის ფონზე, "საუკუნის მარში" და სულ რაღაც 1200 პროტესტანტი... ასე ხდება ხოლმე, როდესაც გარედან, ხელოვნურად შექმნილ ცრუ-მოტივაციას შენში ფარავს უსამართლობის ქვეცნობიერი შეგრძნება. როდესაც აზროვნების ჩახშობის მექანიზმამდე უეცრად აღწევს შენი გენეტიკური სიბრძნე და საღი აზრი, ბოლოს და ბოლო ნათლობის საიდუმლოებით "ვაქცინირებული" შენში. პატარა "დავითი" აუცილებლად დაამარცხებს "გოლიათს", ოღონდ არა ეგოისტური მოსაზრებიდან გამომდინარე, არამედ, მათ შორის იმ 1200 ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით, როდესაც მათშიც გაიღვიძებს სურვილი, ამ განუმეორებელ ქვეყანას თავისი ენერგია და შემართება ჯანსაღ და სამართლიან ძალისხმევას მოახმარონ“- წერს დავით ქართველიშვილი.