გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: 2024 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდება ისე გამჭვირვალედ და სუფთად, როგორც ძალიან ბევრ ევროპული ქვეყანაშიც არ ტარდება

25-05-2024

„საარჩევნო სისტემა, რომელიც ცესკოს დღევანდელმა ადმინისტრაციამ შექმნა საქართველოში, 2024 წლის არჩევნებზე კითხვის ერთ ნიშანსაც არ დატოვებს,“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის არჩევნები უნაკლოდ ჩატარდება, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ზოგიერთი „დაუძინებელი მეგობარი“ უარყოფით შეფასებებს მაინც არ დაიშურებს.


„2024 წლის არჩევნები საქართველოში ჩატარდება ისე გამჭვირვალედ და სუფთად, როგორც ძალიან ბევრ ევროპული ქვეყანაშიც არ ტარდება. მით უმეტეს, არ შევადარებ ამერიკულ არჩევნებს, სადაც დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანები აირჩიეს სენატშიც და კონგრესშიც; სადაც პრეზიდენტის არჩევნები გადაწყვიტა ფოსტით გაგზავნილმა ხმებმა, რომლის გაკონტროლება ვერავის შეეძლო და უცებ აღმოჩნდა, რომ ისეთ შტატებში, სადაც ტრამპი დამაჯერებლად იგებდა, ფოსტით გაგზავნილმა ბიულეტენებმა ბაიდენის გამარჯვება უზრუნველყო. თანაც, ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებში ბაიდენს 99%-იანი უპირატესობა ჰქონდა.


არადა, მარტივი ლოგიკაა, რომ სინამდვილეში შეუძლებელია ასე მომხდარიყო, რადგან პროცენტული განაწილება ყველა შემთხვევაში იგივე უნდა ყოფილიყო. როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან არჩევნებს საქართველოში, შეგვიძლია დავამშვიდოთ ისინი, რომ ჩვენი არჩევნების სტანდარტი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ის არჩევნები, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩვენი „დაუძინებელი მეგობარი“, საერთაშორისო დამკვირვებლებს ვგულისხმობ, მაინც გააკეთებს უარყოფით შეფასებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ფაქტი არ იარსებებს, რომელიც ამ უარყოფით შეფასებებს ზურგს გაუმაგრებს. საარჩევნო სისტემა, რომელიც ცესკოს დღევანდელმა ადმინისტრაციამ შექმნა საქართველოში, კითხვის არც ერთ ნიშანს არ დატოვებს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.