გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თბოსადგურ „გარდაბანი 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა გაფიცვა შეწვიტეს

15-10-2018

თბოსადგურ „გარდაბანი 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა გაფიცვა შეწვიტეს. მუშების განცხადებით, თბოსადგურის მშენებლობის მწარმოებელი ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობა მათი მოთხოვნების სრულად შესრულებაზე დათანხმდა და ხვალიდან სამუშაო ადგილებს ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდებიან.


ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებებში, მუშებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ერთად, ჩართული იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი და პარლამენტში გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი.


როგორც გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, კომპანია, როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ასევე, მუშებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებაზე და ხელფასების გაზრდაზეც დათანხმდა. ამასთანავე, მათ სამუშაო ადგილზე მისასვლელად სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტიც მოემსახურებათ.


თბოსადგურ „გარდაბანი 2“-ის მშენებლობაზე დასაქმებულები 12 ოქტომბერს გაიფიცნენ. გაფიცულებმა მშენებლობის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართეს და სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას მოითხოვდნენ. გაფიცვის გამო ოთხი დღის განმავლობაში მშენებლობის პროცესი ნაწილობრივ პარალიზებული იყო, ადგილზე მხოლოდ ჩინეთიდან ჩამოყვანილი თანამშრომლები მუშაობდნენ.