გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სალომე ზურაბიშვილი: წყალდიდობები და ხანძრები ჩვენი ეკონომიკისთვის  საფრთხეს წარმოადგენს

15-10-2018

მმართველი პარტიისაგან მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის კლიმატური ცვლილებები, როგორიცაა წყალდიდობები ან ხანძრები, საფრთხეს წარმოადგენს.

 

ეს განცხადება მან თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თემა. ბუნების დაცვა, არა მხოლოდ ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია. კლიმატური ცვლილებები ეხება ყველას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ წყალდიდობებს, ხანძრებს. ჩვენი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს. უცხოეთში ყველა კონფერენციებში, სადაც  ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე მსჯელობენ, თქვენი წარმომადგენელი ვიქნები. პრეზიდენტის წასვლა ასეთ კონფერენციებზე  ყველას აჩვენებს, რომ ქვეყანა ამ ბრძოლაში ჩართულია. საქართველო მრავალფეროვანი ბუნების მქონეა, მთელი მსოფლიოსთვის ღირებულია აქაური ფაუნა და ფლორა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია დავიცვათ ის და მოვითხოვოთ ჩვენი პარტნიორების დახმარება ამ რეგიონს მოცემულობაში აქვს ეკოტურიზმი, ეკოპროდუქტები, რაფტინგი და ბევრი სხვა და ამ ყველაფრის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, სპორტი, რომელიც ველურ ბუნებაში ძალიან კარგად ვითარდება. მათ შორის ცხენოსნობა, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი სპორტული სახეობა და არ მესმის თუ რატომ არ არის საქართველოში მეტად განვითარებული, არადა ნამდვილად ზის ჩვენს ხასიათში და ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებთ მას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.