გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რაჭაში აღნიშნავს

26-05-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რაჭაში აღნიშნავს.

ადმინისტრაცია ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გიმასპინძლებთ რაჭაში, ამბროლაურში.

ღონისძიების ადგილი: ამბროლაური, დათუნა სხირტლაძის სახელობის სკვერი.

14:00-18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

14:00-18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;

14:00-18:00 საბავშვო აქტივობები: გააფერადე კავკასიური სოჭი, ღვინის ეტიკეტის შექმნა, პატარა მებაღეები, ლობიანის დამზადების მასტერკლასი, თექისა და ფარდაგების დამზადება, ილუზიონისტის შოუ, დრამერების და ოჩოების შოუ, სახის მოხატვა და ყვავილების გვირგვინების დამზადება;

15:00-16:40 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტები ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

16:40-17:00 კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

ანსამბლი „რაჭა“

17:15-17:20 რაჭული ცეკვა „ფერხული“

17:20-19:00 კონცერტი

#26მაისი #ესდღეჩვენია“, - წერია ინფორმაციაში.