პარასკევი, მაისი 16, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
გიორგი ამილახვარი: ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! მჯერა, ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით მივაღწევთ სასურველ შედეგს - რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ

26-05-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

გიორგი ამილახვარი: „26 მაისი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ეს დღე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ერთობის, თავისუფლებისა და იდენტობის სიმბოლოა!

 

სრულიად საქართველოს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, მათ შორის, უცხოეთში მყოფ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს!

 

დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შეგრძნება, ჩვენი ისტორია, ღირებულებები, კულტურა, ხასიათი და ღირსება - ეს გახლავთ ყველაფერი ის, რაც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს - თითოეულს უდიდესი რწმენითა და იმედით გვავსებს.

 

ყველა ჩვენგანის ვალია, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სწრაფვაზე.

 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანობითა და სიმტკიცით მივაღწევთ სასურველ შედეგს - იმ კეთილდღეობას, რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ.

 

კიდევ ერთხელ, ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს. თითოეულ მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას.”