გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თელავში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

26-05-2024

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს ამ დღის მთავარი გზავნილია „ყველაფერი, რაც გვიყვარს, გვეამაყება და გვაერთიანებს“. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან სწორედ მდიდარი ისტორია, კულტურა, ხასიათი და ღირსება ქმნის საქართველოს ერთობის, განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს.

 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თელავში ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამა წარმოადგინა.

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე წულაძემ და მოადგილეებმა –  ნოდარ პაპუკაშვილმა და გელა გელაძემ, რომლებმაც თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი ინსტალაციები დაათვალიერეს და ღონისძიების მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

 

თელავის ცენტრალური მოედნის ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს ადგილზე, საინფორმაციო სივრცეებთან ერთად, დახვდათ:

  • ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
  • სამხედრო ტექნიკის გამოფენა
  • საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“
  • კვებისა და ტკბილეულის სივრცე
  • პეტრე ოცხელის „მფრინავის“ გიგანტური თოჯინა
  • ანიმატორები და ზღაპრის გმირები
  • მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა

 

გარდა ამისა, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით-გასართობ აქტივობებში და კონკურსებში.

 

შემეცნებით ზონაში განთავსებული იყო – თემატური ინსტალაციები და პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გამოფენები.

 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით მოქმედმა პროფესიულმა კოლეჯებმა – „იკაროსი“, „მერმისი“, „პრესტიჟი“, „აისი“– წარმოადგინეს სტუდენტების ნამუშევრები, გამართეს პროგრამების პრეზენტაციები და მასტერკლასები. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი ძალები მოესინჯა ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა: კულინარი, მემინანქრე, თექის ოსტატი და სხვა.