გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მესტიასა და ამბროლაურში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

26-05-2024

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მესტიისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიების ორგანიზებით მესტიასა და ამბროლაურში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო.


 მესტიასა და ამბროლაურში, ადგილობრივებისთვის, ასევე სვანეთისა და რაჭის სტუმრებისთვის მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ცნობილი მომღერლებისადა ჯგუფების კონცერტები, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია.


მოეწყო საბავშვო და ახალგაზრდული სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და გასართობი შოუები.

მესტიასა და ამბროლაურში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, ერთდროულად შესრულდა საქართველოს ჰიმნი.