გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

26-05-2024

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

 

დაჯილდოვდნენ აფხაზეთში სოხუმის დაცვისას გმირულად დაღუპული კასპის  გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდიატები.

კულტურის ცენტრის მიმდებარედ მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ბენდის, ქორეოგრაფიული და სიმღერის ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა;

 

მოეწყო ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევართა გამოფენა - გაყიდვა.

 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა  სპორტული აქტივობები.

ღონისძიება მომღერალ ზუკა ხუციშვილი და ბენდის გალა კონცერტით დასრულდა.