გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნათია თურნავა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სებ-ის წლიურ ანგარიშს წარადგენს

27-05-2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ნათია თურნავას უსმენენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამ წუთებში ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს.


უწყების ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიური ანგარიში მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ეროვნული ბანკის საქმიანობის მიმოხილვას.


საქართველოს ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიური ანგარიში მოიცავს, როგორც ინფლაციის პროგნოზს, ისე - ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს არსებული მიკროეკონომიკური ვითარების მიმოხილვასა და იმ მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომელსაც ეროვნული ბანკი იყენებს.


კომიტეტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ნათია თურნავა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.